19 ივნისი 2026,   00:08
ვრცლად
ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობამ უნდა გაიმარჯვოს ნებისმიერ სხვა მოსაზრებაზე და გამოიწვიოს ძალადობის დაძლევა, სამართლიანობისა და მშვიდობის გზაზე დადგომა, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის სუვერენიტეტს - რომის პაპი

რომის პაპი, ლეო XIV ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ შეშფოთებით ადევნებს თვალყურს ამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.

"ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობამ უნდა გაიმარჯვოს ნებისმიერ სხვა მოსაზრებაზე და გამოიწვიოს ძალადობის დაძლევა, სამართლიანობისა და მშვიდობის გზაზე დადგომა, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის სუვერენიტეტს. კონსტიტუციით გათვალისწინებული კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა, თითოეული ადამიანისა და სამოქალაქო უფლებების პატივისცემა, ერთად მუშაობა თანამშრომლობის, სტაბილურობისა და ჰარმონიის მშვიდობიანი მომავლის შესაქმნელად, განსაკუთრებული ყურადღებით უღარიბესთა მიმართ, რომლებიც რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო იტანჯებიან – ამისთვის ვლოცულობ და თქვენც გეპატიჟებით, ილოცოთ", – განაცხადა რომის პაპმა.

დღის ამბები