ირანში საპროტესტო აქციების დროს, არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმის დროს 3 მომიტინგე დაიღუპა და 17 დაშავდა. ირანში ინფლაციისა და ვალუტის დევალვაციის გამო საპროტესტო აქციები და გაფიცვები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.
პროტესტი 28 დეკემბერს, თეირანში მაღაზიების მეპატრონეების გაფიცვის შემდეგ დაიწყო, რომელიც მიმართული იყო ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური კრიზისის წინააღმდეგ, რასაც მთელი ქვეყნის მასშტაბით დემონსტრაციები მოჰყვა. დაიხურა სკოლები, უნივერსიტეტები და საჯარო დაწესებულებები.