შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა - დაშავებულია სულ მცირე, 100 ადამიანი - ამის შესახებ "როიტერი" წერს.
პოლიციის ცნობით, დაშავებულთა შორის ტურისტებიც არიან, ამჟამად მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირება. ადგილზე ათი ვერტმფრენი, 40 სასწრაფო დახმარების მანქანა და 150 მაშველია მობილიზებული. აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.
აფეთქება 31 დეკემბრის ღამეს სათხილამურო კურორტ კრანს-მონტანაში ერთ-ერთ ბარში მოხდა, სადაც ახალ წელს აღნიშნავდნენ.