2026 ცეცხლოვანი ცხენის წელია, რომელიც მოიტანს ენერგიას, წინსვლას, ცვლილებებს და წარმატებას.
როგორც ასტროლოგები გვირჩევენ, ამ წლის საახალწლო ატრიბუტად უნდა გამოვიყენოთ ბროწეული, ლიმონი და მანდარინი, როგორც ფინანსური კეთილდღეობის სიყვარულისა და ჯანმრთელობის სიმბოლო.
მნიშვნელოვანია სამოსიც, თუ რით შევხვდებით ახალ წელს. ცეცხლოვანი ცხენის წლის ფერები - წითელი, წითლის სხვადასხვა გრადაციები, ნარინჯისფერი, ბურგუნდისფერი და თეთრია.
დიზაინერები გვირჩევენ გამოვიყენოთ ბრჭყვიალა დეტალები. ქალბატონები არ მოერიდონ აქსესუარებს, მამაკაცები კი თამამად შეიმოსონ ღია ფერებით.
ახალი წელი, განსაკუთრებით საქართველოში წარმოუდგენელია ტრადიციული სადღესასწაულო სუფრის გარეშე, რომელიც წელს ცხენის გემოვნებას უნდა მოვარგოთ. აღმოჩნდა, რომ ის პრეტენზიული არ არის და განსაკუთრებულ შეზღუდვებს არ გვიწესებს, უბრალოდ სასურველია სუფრაზე ჭარბობდეს მწვანე ფერი.
გარდა ტრადიციული საახალწლო კერძებისა, ოჯახებში სპეციალურად ცხენისთვის მარტივ მწვანე სალათს ამზადებენ.
აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, ცხენის წელი 17 თებერვალს შემოვა და 2027 წლის 5 თებერვლამდე დარჩება.