10 აგვისტო 2026,   23:41
ვრცლად
"სამეგრელოს რეგიონში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და ეტაპობრივად, დღის განმავლობაში, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილ აბონენტებს აღუდგებათ ელექტროენერგიის მიწოდება" - მამუკა გაჩეჩილაძე

ძლიერმა თოვამ დასავლეთ საქართველოში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. ამ დროისთვის, ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება იმერეთსა და სამეგრელოში სოფლების უმეტესობას.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, უამინდობამ საკმაოდ დიდი რაოდენობის ავარია გამოიწვია ელექტროენერგიის როგორც მაღალი, ისე დაბალი ძაბვის ქსელებში. ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.

"სამეგრელოს რეგიონში დიდთოვლობამ გამოიწვია ავარიული გამორთვები. ავარიულად გამორთულია მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი სადენები, ასევე საშუალო და დაბალი ძაბვის. ძირითადად, ეს ავარიული გამორთვები გამოიწვია ხე-მცენარეების გადატეხვამ, რომელმაც დააზიანა სადენებიც და დააზიანა საყრდენებიც. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები პირველივე წუთებიდან და ეტაპობრივად, დღის განმავლობაში ელექტრო ენერგიის გარეშე დარჩენილ აბონენტებს აღუდგებათ ელექტრო ენერგიის მიწოდება," - აცხადებს "ენერგო-პრო ჯორჯიას" მარტვილის მომსახურების ცენტრის მენეჯერი, მამუკა გაჩეჩილაძე. 

 

დღის ამბები