19 ივნისი 2026,   00:18
ვრცლად
Politico: ალენ მინკის თქმით, ემანუელ მაკრონი საფრანგეთის ყველაზე ცუდი პრეზიდენტია

"მაკრონი საფრანგეთის "ყველაზე ცუდი" პრეზიდენტია. უბრალოდ, მის ძველ მენტორს ჰკითხეთ. ალენ მინკის თქმით, საფრანგეთის ლიდერი არის ნარცისი, რომელიც რეალობას უარყოფს,"- ამის შესახებ წერს გამოცემა Politico.

როგორც ავტორი აღნიშნავს, იყო დრო, როდესაც ალენ მინკი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს აქებდა და მას ნაპოლეონის გენერლებს ადარებდა. სტატიაში აღნიშნულია, რომ რვა წელი გავიდა და მინკი, მაკრონის ყოფილი მენტორი და გავლენიანი პოლიტიკური მრჩეველი, ახლა აცხადებს, რომ მაკრონი საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის "ყველაზე ცუდი" პრეზიდენტია.

გამოცემა წერს, რომ მინკის თქმით, პრეზიდენტის ნარცისიზმმა აიძულა, მიეღო დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები, რომლებმაც "საფრთხის ქვეშ დააყენა საფრანგეთის ინსტიტუტები" და 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ გააძლიერა ულტრამემარჯვენეები.

"მაკრონი ქვეყანას გაცილებით უარეს მდგომარეობაში ტოვებს, ვიდრე მაშინ, როდესაც ის ხელისუფლებაში მოვიდა", - თქვა მინკმა POLITICO-სთან ინტერვიუში და დაამატა, რომ "მაკრონი უარყოფს რეალობას... ის საკუთარი ფსიქოლოგიის მსხვერპლია".

გამოცემა მინკზე დაყრდნობით წერს, რომ მაკრონი არ აღიარებს, რომ თავად არის "პრობლემა" და რომ საფრანგეთში პოლიტიკური არეულობის დასაძლევად, მას შიდა პოლიტიკიდან გასვლა და საერთაშორისო საქმეებზე გადასვლა სჭირდება. აქვე, აღნიშნულია ისიც, რომ სინამდვილეში, მაკრონი, გასულ წელს საპარლამენტო უმრავლესობის დაკარგვის შემდეგ, ისედაც უფრო მეტად საგარეო საქმეებზეა ორიენტირებული.

დღის ამბები