სემეკის გადაწყვეტილებით, გაზი და დენი არ გაძვირდება - სამომხმარებლო ტარიფების შესახებ პროექტს კომისიის წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.
ელექტროენერგიის ფასი სამი თვით, ბუნებრივი აირის ღირებულება კი ერთი წლით არ გადაიხედება, 2026 წლის ბოლომდე წყლის ტარიფიც არ შეიცვლება. სემეკის თავმჯდომარის განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილება ენერგოგამანაწილებელ კომპანიებთან შეხვედრებისა და პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციების შედეგად მიიღეს.
კომისიის საჯარო სხდომას მოქალაქეების ნაწილი და პოლიტიკოსები ესწრებოდნენ. კომისიასთან კონკრეტული კითხვა ჰქონდა ანა დოლიძეს.
გადაწყვეტილებას აფასებს ენერგოომბუდსმენი - ნინო გულეიშვილი ამბობს, რომ ტარიფების ძველ ნიშნულზე დატოვების პარალელურად, კომპანიები კონკრეტულ ვალდებულებსაც ინარჩუნებენ.
სამომხმარებლო ტარიფების უცვლელად დატოვების შესახებ საუბრობს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძე აქცენტს, მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებზე აკეთებს.
ელექტროენერგიაზე დროებითი ტარიფის დადგენის პარალელურად, ბუნებრივ აირსა და წყალზე დღეს არსებული საგადასახადო ზღვარი, მომდევნო წლის ბოლომდე შენარჩუნდება.