05 აგვისტო 2026,   05:53
ვრცლად
მეტეხის გვირაბში, დაგეგმილი სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა, ღამის საათებში, ერთი თვით შეიზღუდება

მეტეხის გვირაბში, დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 30 დეკემბრიდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. შეზღუდვა ღამით, 00:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში იმოქმედებს.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება მხოლოდ გვირაბის ერთ მხარეს, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდიდან ორთაჭალის მიმართულებით. შესაბამისად, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ბარათაშვილის ხიდიდან ევროპის მოედნისკენ.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!

დღის ამბები