კახეთში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება. თელავის შემდეგ, სადღესასწაულო განწყობა ახმეტის ცენტრალურ მოედანზეც შეიქმნა, სადაც საშობაო ბაზრობა მოეწყო. ბავშვებს თოვლის ბაბუამ საჩუქრები გადასცა. ტერიტორიაზე შესაძლებელი იყო სახის მოხატვა და ფოტოსესია ზღაპრის გმირებთან.
საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროსა და "შემოქმედებითი საქართველოს" მხარდაჭერით გამართულ კონცერტში კი მონაწილეობა თბილისიდან მიწვეულმა მომღერლებმა მიიღეს.