ბორჯომში, მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში საზეიმოდ აინთო ნაძვის ხე. გაიმართა საახალწლო კონცერტი. მთელი დღის განმავლობაში ბავშვების განწყობაზე ზღაპრის გმირები ზრუნავდნენ.
საახალწლო კონცერტები საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება.