აჭარაში სხვადასხვა სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და სამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის რეგიონის გამორჩეულ ადამიანებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო გადაეცათ.
საპატიო ჯილდოები გამარჯვებულებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ გადასცა.
ტბელ აბუსერისძის I, II და III ხარისხის ორდენები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მედალი და საპატიო წოდება, ქვეყნისა და რეგიონის წინსვლაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის 14 ადამიანს გადაეცა.