05 აგვისტო 2026,   00:58
ვრცლად
ბაჩო ახალაიას საქმეზე სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება

ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ფაქტებზე ბრალდებული ბაჩო ახალაიას საქმეზე სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება. მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს.

ახალაიას პროკურატურამ ბრალი გუშინ დღის მეორე ნახევარში წაუყენა. გამოძიების ინფორმაციით, ️ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ახალაიამ, ტექნიკური მობილური საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, დააორგანიზა და პირადად ხელმძღვანელობდა ბურჭულაძის, ზოდელავას, ნადირაძის, მანჯგალაძის და სხვა პირების დანაშაულებრივ ქმედებებს, მათი მხრიდან ჯგუფური ძალადობრივი ქმედებების ორგანიზების, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებების და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის პროცესს. ️დანაშაული 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები