უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, სავარაუდოდ, ახალ წლამდე შეხვდება.
ზელენსკი მედიასთან აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით შესაძლოა "ბევრი რამ" გადაწყდეს. ზელენსკიმ ისაუბრა ამერიკისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრაზეც და თქვა, რომ აქვთ ახალი იდეები მოლაპარაკებების ფორმატთან და ვადებთან დაკავშირებით.