ისრაელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარეს შეხვდნენ. დახურული ფორმატით გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ორი ქვეყნის კულტურულ და სოციალურ ურთიერთობებზე ისაუბრეს.
შეხვედრა გაიმართა ბათ-იამის მერთანაც, სადაც განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და შეთანხმდნენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელშეწყობის მიზნით, ერთობლივი პროექტის განხორციელებაზე.