ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი ყოფილი ევროკომისრის, ტიერი ბრეტონისა და კიდევ ოთხი ევროპელისთვის სავიზო შეზღუდვის დაწესებას ეხმაურება.
კაია კალასის თქმით, აშშ-ის გადაწყვეტილება მიუღებელია და ევროკავშირის სუვერენიტეტის გამოწვევის მცდელობაა.
"აშშ-ის გადაწყვეტილება, დააწესოს ევროპის მოქალაქეებისა და თანამდებობის პირებისთვის მოგზაურობის შეზღუდვები, მიუღებელია და ჩვენი სუვერენიტეტის გამოწვევის მცდელობაა. ევროპა გააგრძელებს თავისი ღირებულებების დაცვას – გამოხატვის თავისუფლებას, სამართლიან ციფრულ წესებს და საკუთარი სივრცის რეგულირების უფლებას“, – წერს კალასი.