14 აგვისტო 2026,   05:26
ვრცლად
თბილი სატელეფონო საუბარი მქონდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, რომელსაც დაბადების დღე მივულოცე, ჯანმრთელობა და წარმატებები ვუსურვე - პრემიერი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სატელეფონო საუბარი გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან და მას დაბადების დღე მიულოცა.

"თბილი სატელეფონო საუბარი მქონდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, რომელსაც დაბადების დღე მივულოცე, ჯანმრთელობა და წარმატებები ვუსურვე.  

კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ ერთმანეთს ძლიერი მეგობრობა და საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მჭიდრო ურთიერთობები", - წერს პრემიერი.

დღის ამბები