პროკურატურა სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. საუბარია ოთხ კონკრეტულ ეპიზოდებზე, მათ შორის არის "ქოლ-ცენტრების" საქმე, საბავშვო ბაღების ტენდერები და ბიზნესის ლობირება.
"ნეიტრალურ საქართველოში" საუბრობენ გრიგოლ ლილუაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის ერთობლივ სქემაზე, რომლის მიხედვითაც სუს-ის უფროსზე "ქოლ-ცენტრებიდან" დაფინანსებულ მედიებში ხელოვნური თავდასხმები მთავარი პრობლემიდან ყურადღების გადასატანად ხდებოდა, რა დროსაც ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით, რეალური "ქოლ-ცენტრები" ხელშეუხებელი თემა იყო.
საკითხზე კომენტარი პარტია "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა გააკეთა.
"ფაქტობრივად, ერთადერთი პოლიტიკოსი იყო, რომელმაც პირველმა დაიწყო ასეთ ფაქტებზე, ამ პრობლემებზე, საუბარი. მათ შორის, ჩვენი ანტიკორუფციული გუნდი აქტიურად მუშაობდა ამ ყველაფერზე. მერე, რა თქმა უნდა, იყვნენ მედიასაშუალებებიც, სხვა ადამიანებიც, სხვა პოლიტიკოსებიც - მაგრამ ლევან ხაბეიშვილი იყო ყველაზე აქტიური.
თურმე, ამ კაცის ბრალი ყოფილა, ლილუაშვილი, სუს-ის უფროსი რომ კორუფციაში იყო ჩაფლული და "ქოლ-ცენტრებს" მფარველობდა და არ ყოფილა იმ სისტემის ბრალი, რომლის ერთ-ერთ ლიდერი და ხელმძღვანელიც იყო [გრიგოლ ლილუაშვილი]. ეს რა ლოგიკაა?! ჩვენ ვყოფილვართ დამნაშავეები და ისინი ყოფილან მართლები," - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.