იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტები და საქმიანობის ძირითადი სფეროები უწყების წარმომადგენლებმა იაპონია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფს გააცნეს.
შეხვედრისას იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და ციფრული მმართველობის დანერგვის მიზნით გატარებულ რეფორმებს. ქართულმა მხარემ გამოხატა მზადყოფნა გაიზიაროს იაპონიის გამოცდილება ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართულებით.
იაპონელი სტუმრები ესტუმრნენ თბილისის იუსტიციის სახლის ცენტრალურ ფილიალსაც და სერვისების გაცემის კონცეფციას ადგილზე გაეცნენ.