ერევანი ძლიერი წვიმის შემდეგ კვლავ დაიტბორა. უხვმა ნალექმა დედაქალაქის ქუჩებში მოძრაობის პარალიზება გამოიწვია.
სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება უჭირთ, ხოლო ზოგიერთი გზა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის სრულიად გაუვალი გახდა.
ქვეითად მოსიარულეებს გზის გაკვლევა დამდგარი წყლის დიდ გუბეებში უწევთ.