15 აგვისტო 2026,   19:58
ვრცლად
სპორტის მინისტრი საქართველოს ტაილანდური კრივის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ტაილანდური კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ ლევან ქეცბაიასთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ფედერაციის პრეზიდენტმა მინისტრს სამომავლო გეგმები გააცნო.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, ტაილანდური კრივის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნუგზარ სარალიძე, ამავე ფედერაციის გენერალური მდივანი დავით ქირია, აფხაზეთის ტაილანდური კრივის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ცომაია, აჭარის ტაილანდური კრივის ფედერაციის პრეზიდენტი დავით მსხალაძე და ამავე ფედერაციის ვიცე- პრეზიდენტი ლევან ცინცაძე.

დღის ამბები