15 აგვისტო 2026,   18:10
ვრცლად
ოპოზიციონერმა აქტივისტმა მარიამ მეყანწიშვილმა დაადასტურა, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტს "პატრიოტთა ალიანსი" აფინანსებს - აქტივისტის აღიარება "ქართული ოცნებისთვის" იმის დასტურია, რომ ოპოზიცია ერთი ვერტიკალით, გარე ძალებისგან იმართება

ოპოზიციონერი აქტივისტის აღიარება - მარიამ მეყანწიშვილმა დაადასტურა, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტს "პატრიოტთა ალიანსი" აფინანსებს.

მეყანწიშვილის ამ აღიარების შემდეგ, "პატრიოტთა ალიანსი" თავის მართლების რეჟიმშია. ირმა ინაშვილი ბრალდებას ბრალდებითვე პასუხობს და "კურიერთან" სატელეფონო ინტერვიუში ამტკიცებს, რომ აქტივისტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია. "პატრიოტთა ალიანსს" დღის ბოლოს თავად მარიამ მეყანწიშვილიც გაემიჯნა და თქვა, რომ ირმა ინაშვილთან არა თავად, არამედ მისი თანამებრძოლი მამუკა ტოროშელიძე თანამშრომლობდა.

ირმა ინაშვილის ეს განცხადება მმართველ გუნდში უსუსურ თავის მართლებად ფასდება. ოპოზიციონერი აქტივისტის აღიარება კი "ქართული ოცნებისთვის" კიდევ ერთი დასტურია, რომ ოპოზიცია ერთი ვერტიკალით, გარე ძალებისგან იმართება.

დაბნეულია პროტესტის ავანგარდში მყოფი "ნაციონალური მოძრაობა", სადაც ჯერ თქვეს, რომ აქციებს პოლიტიკური პარტიები მხოლოდ საკუთარი სურვილის შემთხვევაში აფინანსებენ. ჩაკითხვის შემდეგ კი სააკაშვილის გუნდში ამტკიცებდნენ, რომ პროტესტს ფინანსურად არცერთი პოლიტიკური ძალა არ ეხმარება.

მარიამ მეყანწიშვილის აღიარება "ქართული ოცნებისთვის" კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია, რომ ერთი ხელით იმართება ის ეკონომიკური დივერსიის მცდელობაც, რომელსაც საქართველოში უპრეცედენტო ინვესტიციის წინააღმდეგ ოპოზიცია გარე ძალების დავალებით ახორციელებს.

დღის ამბები