გარემოს დაცვის სამინისტროში, რუსთავის ჰაერის ხარისხისა და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელეს.
სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიებების და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონის გამკაცრების შედეგად, რუსთავის ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა გარკვეული პრობლემები მაინც რჩება, რაც ბოლო პერიოდში, ქალაქში უსიამოვნო სუნის გავრცელებით დასტურდება.
შეხვედრაზე, რუსთავში არსებულ ბიზნესოპერატორებს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს და მათი საქმიანობის მონიტორინგის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღეს.