19 ივნისი 2026,   00:17
ვრცლად
ტრამპის ადმინისტრაცია, იანვრიდან, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, წარმომადგენლობებიდან 29 დიპლომატს გაიწვევს

ტრამპის ადმინისტრაცია, 1-ლი იანვრიდან, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, წარმომადგენლობებიდან 29 დიპლომატს გაიწვევს. საუბარია ელჩებსა და მისიების მაღალჩინოსნებზე. ინფორმაციას "გარდიანი" ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ყველა დიპლომატი, ვისაც სამსახურის დატოვება უწევს, თანამდებობაზე ამერიკის შეერთებული შტატების წინა პრეზიდენტის ჯო ბაიდენის დროს იყო დანიშნული.

"მათ ჩაანაცვლებენ ის თანამშრომლები, ვინც ტრამპის საგარეო პრიორიტეტებს უჭერს მხარს", - წერს "გარდიანი".

დღის ამბები