საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის სოციალურ ქსლეში გუშინ გამოქვეყნებულ პოსტებს ეხმაურება.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, გაბარდი საკუთარ განცხადებებში გარკვევით ამბობს, "თუ ვინ არის ამრევი".
"მგონი, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი საკმაოდ გასაგებად ამბობს, თუ ვინ არის დღეს ამრევი“,- წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი აცხადებს, რომ "დიფ სთეითისა" და მისი პროპაგანდისტული მედიის მიზანია, უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად დონალდ ტრამპის მცდელობებს ძირი გამოუთხარონ. როგორც გაბარდმა აღნიშნა, "ნატო-სა და ევროკავშირს რეალურად სურთ, შეერთებული შტატების სამხედროები პირდაპირ რუსეთთან ომში ჩაითრიონ". ამასთან, მისივე თქმით, რუსეთს ამჟამად არ აქვს მთელი უკრაინის დაპყრობისა და ოკუპაციის შესაძლებლობა.