დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მედიის ცნობით, მხარეებმა დისკუსიის დროს უკრაინაში ომის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის მცდელობები განიხილეს. ლიდერებმა ასევე ისაუბრეს "მსურველთა კოალიციის" ქვეყნების მუშაობაზეც, რომლებმაც უკრაინას მხარდაჭერა აღუთქვეს.
არსებული ინფორმაციით, სტარმერმა ტრამპს სამშვიდობო შეთანხმების მხარდასაჭერად და საომარი მოქმედებების სამართლიანი და ხანგრძლივი დასრულების უზრუნველსაყოფად "მსურველთა კოალიციის" მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
Reuters-ის ცნობით, მხარეებმა ასევე განიხილეს აშშ-ში გაერთიანებული სამეფოს ელჩად კრისტიან ტერნერის დანიშვნა.