ოთხი დღე 25 დეკემბრამდე - ვადა განსაზღვრულია, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების კონტურები ჯერ კიდევ არ იკვეთება. მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა ხელშესახები შედეგების გარეშე.
სადამდე მივა პროცესი და გამოეთიშება თუ არა მედიაციას მთავარი მედიატორი - შეერთებული შტატები. მოსკოვი ვაშინგტონს საკუთარ პირობებს მაიამიში აცნობს, კიევი კი, გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს, თუმცა აცხადებს, რომ უსაფრთხოების გარანტიების არსებობის შემთხვევაში მზად არის უკრაინაში არჩევნები ჩაატაროს.
არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, რუსეთი უკრაინის სიღრმეში დარტყმებისგან თავის შეკავების პირობას დებს. ვინ რას დათმობს, ჯერჯერობით, უცნობია. ამასობაში კი უკრაინაში ომის 1396-ე დღეა.
რაც შეეხება ევროპაში გაყინულ რუსულ აქტივებს, რომელიც უკრაინის აღმშენებლობას უნდა მოხმარდეს, ამის შესახებ გასულ კვირას ბრიუსელში იმსჯელეს და ევროკავშირის ყველა ქვეყანა კვლავ ვერ შეთანხმდა რუსული აქტივების გამოყენებაზე - საიდან მოხდება უკრაინის ბიუჯეტის შევსება, ჯერჯერობით უცნობია.
ავტორი: სანდრო სანაია