20 ივნისი 2026,   12:10
ვრცლად
პოლონური მედია: პოლონეთის პრეზიდენტმა ნავროცკიმ გუშინდელ შეხვედრაზე ზელენსკის ორტომეული "ვოლინის ხოცვა-ჟლეტის დოკუმენტები" აჩუქა

პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ გუშინდელ შეხვედრაზე ზელენსკის ორტომეული "ვოლინის ხოცვა-ჟლეტის დოკუმენტები" აჩუქა. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს

მედიის ცნობით, აღნიშნულ წიგნებში აღწერილია უკრაინელი ნაციონალისტების მიერ 1940-იან წლებში ვოლინში მცხოვრები პოლონელების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებები. წიგნები პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის მიერ 2023-2024 წლებში არის გამოცემული.

როგორც პოლონური მედია იუწყება, ნავროცკი ზელენსკის აღნიშნული პრობლემის შესახებ დახურულ კარს მიღმა ესაუბრა. მოლაპარაკებების დროს ნავროცკიმ აღნიშნა, რომ პოლონური მხარე ვოლინში მომხდარი ხოცვა-ჟლეტის დროს დაღუპულთა ექსჰუმაციას მოითხოვს. მას ეს საკითხი საპრეზიდენტო კამპანიის დროს არაერთხელ დაუყენებია.

ცნობისთვის, ვოლინის ტრაგედია, ან, როგორც მას სხვაგვარად ვოლინის ხოცვა-ჟლეტას უწოდებენ, 1943 – 1944 წლებში ვოლინში მოხდა. ოფიციალური წყაროების ცნობით, უკრაინის აჯანყებულთა არმიამ ეთნიკურად პოლონელი მოსახლეობა მოკლა. პოლონელები ამ ფაქტს გენოციდს უწოდებენ, თუმცა ოფიციალური კიევი ასე არ ფიქრობს.

დღის ამბები