50 ქართული და უცხოური კომპანია, ასევე პერსონები, რომლებსაც საერთაშორისო ჯილდო "წლის ლიდერი" ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცათ. მათ შორისაა "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი ბაკურ ბაკურაძე, რომელსაც პრესტიჟული პრიზი ქართულ ტელე სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე მაღალ რეიტინგული გადაცემის "ავტოგრაფის" შექმნისთვის გადაეცა.
"მინდა მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს და მაყურებელს, რომელმაც შეიყვარა "ავტოგრაფი" ამდენი წლის მანძილზე. ეს ჯილდო ახლა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც "ავტოგრაფმა" გამოიცვალა ბინა, შემოუერთდა "რუსთავი 2-ის" გუნდს და ახალი სეზონით შემოდის გაზაფხულიდან ეთერში. ამდენად მნიშვნელოვანია, რომ მაღალი რეიტინგით შემოვიდეს ტელე ეთერში. ეს, როგორც "ავტოგრაფისთვის", ასევე "რუსთავი 2-თვისაც" ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა მივულოცო ჩემი გუნდის თითოეულ წევრს, ადამიანებს, რომლებმაც 6 წელი არ დააკლეს შრომა, ენერგია და ახლაც აგრძელებენ შრომას იმისათვის, რომ აღვწეროთ და შემოვუნახოთ მომავალ თაობებს ლეგენდები, რომლებიც ჩვენთან ცხოვრობენ. ამბავი საქართველოზე გრძელდება - ახლა, უკვე "რუსთავი 2-ზე",- აცხადებს “მედია ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი ბაკურ ბაკურაძე.
დაჯილდოების ცერემონია ცოტა ხნის წინ დასრულდა.