14 აგვისტო 2026,   07:04
ვრცლად
"რაღაც მდაბიო კამპანია დაიწყეს, მაკლერ ქალბატონს ალაპარაკებენ, რომელიც, დიდი ალბათობით, ხელოვნური ინტელექტით გაკეთებული ვიდეოა" - ლევან მაჭავარიანი "იგლ ჰილსის" საწინააღმდეგო კამპანიაზე

"ქართულ ოცნებაში" "იგლ ჰილსის" ინვესტიციის წინააღმდეგ ტყუილზე დაფუძნებულ კამპანიაზე საუბრობენ. "ალტ ინფო" სოციალურ ქსელებში აქტიურად ავრცელებს ყალბ ვიდეოებს. მასალაში პრემიერის სიტყვებია ამოჭრილი და დამონტაჟებულია, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ მასალებთან ერთად, სადაც თითქოს, უძრავი ქონების აგენტები რეკლამას აკეთებენ.

"ნაციონალური მოძრაობა", "ლელო", "ალტ ინფო" - თითქოსდა იდეოლოგიურად განსხვავებული ჯგუფები გაერთიანდნენ ამ პროექტის წინააღმდეგ. ახლა რაღაც მდაბიო კამპანია დაიწყეს - მაკლერ ქალბატონს ალაპარაკებენ, რომელიც, დიდი ალბათობით, ხელოვნური ინტელექტით გაკეთებული ვიდეოა, იმისათვის, რომ უფრო მეტი გაუგებრობა შემოიტანონ საზოგადოებაში. თუმცა, ჩვენ და პირადად პრემიერ-მინისტრმა ძალიან ბევრჯერ განუმარტა საზოგადოებას, თუ რამდენად უნაკლო პროექტია და რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.

ხაზს გავუსვამ, რომ ამ შემთხვევაში, საუბარია არამხოლოდ 6.5 მილიარდ დოლარზე - უშუალოდ "იგლ ჰილსის" მხრიდან, არამედ როდესაც ასეთი მსხვილი საინვესტიციო დეველოპერული ჯგუფი შემოდის ქვეყანაში, ეს არის სიგნალი დანარჩენი მსხვილი ჯგუფებისთვის, რომ ამ ქვეყანაში არის იდეალური საინვესტიციო გარემო," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები