14 აგვისტო 2026,   02:35
ვრცლად
"საქართველო ჯერ კიდევ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა და ევროკავშირს ადარდებს, როგორ არის იმ ფასეულობებისა და პრინციპების მდგომარეობა, რომლის გარშემოც არის შექმნილი ეს კავშირი" - თაზო დათუნაშვილი

დასკვნა გაფართოებასთან დაკავშირებით - ევროკავშირის საბჭოს დოკუმენტი, თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა.

"ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი, თაზო დათუნაშვილი აცხადებს, რომ რადგან საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა, მათი მხრიდან ინტერესი, რა თქმა უნდა, არსებობს და ამაში უცნაური არაფერია.

"არაფერი უცნაური ამ შეფასებებში არ არის. ის, რომ ჯერ კიდევ საქართველოსადმი
არსებობს ინტერესი და გვაფასებენ, ეს არის იმის შედეგი, რომ საქართველო ჯერ კიდევ არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და ევროკავშირს ადარდებს კანდიდატ ქვეყნებში, როგორ არის იმ ფასეულობებისა და პრინციპების მდგომარეობა, რომლის გარშემოც არის შექმნილი ეს კავშირი," - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლოს დაკავებულები, გააუქმოს კანონები და თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისა და განცხადებებისგან, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოზიციებს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით. საუბარია მოლოდინზეც, რომ ქვეყანა გააძლიერებს ძალისხმევას ევროკავშირის პოლიტიკასთან თანხვედრით, რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ შემზღუდავ ზომებთან დაკავშირებით.

ამ დოკუმენტზე კონსენსუსის არარსებობის გამო, ტექსტი თავმჯდომარეობის სახელით გავრცელდა, რადგან პროექტს მხარი ერთმა დელეგაციამ არ დაუჭრა.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

 

დღის ამბები