08 აგვისტო 2026,   04:04
ვრცლად
საგარეო ვაჭრობა გაიზარდა - მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა დათვალა. "საქსტატის" ინფორმაციით, იანვრიდან ნოემბრამდე ბრუნვის მოცულობა 23 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ახალი მონაცემებით ირკვევა, რომ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მაჩვენებელი 9.5 პროცენტით მეტია. რეკორდულია ნოემბრის სტატისტიკა. გასული წელთან შედარებით, მონაცემები 44 პროცენტით გაიზარდა და 782 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

საგარეო ვაჭრობის მიმართულებით რეკორდულ ციფრებზე აკეთებენ აქცენტს მთავრობის ეკონომიკურ გუნდში. ამბობენ, რომ ექსპორტის მოცულობა 2024 წლის დაჯამებულ სტატისტიკას უკვე აჭარბებს.

გაორმაგებულ პოზიტიურ ტენდენციებზე საუბრობენ ანალიტიკოსებიც. ექსპერტები, დადებით დინამიკას, საქართველოში ადგილობრივი წარმოების ზრდას და სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას უკავშირებენ.

საგარეო ვაჭრობის მონაცემების პარალელურად, ეკონომიკური ზრდის ოფიციალურ მაჩვენებლებს "საქსტატი" თვის ბოლოს გამოაქვეყნებს. 

დღის ამბები