12 აგვისტო 2026,   17:48
ვრცლად
მმართველი გუნდი მარტა კოსის განცხადებას აკრიტიკებს და მას პოლიტიკურ თვალთმაქცობას უწოდებს

თვალთმაქცობა პოლიტიკაში - მმართველი გუნდის შეფასებით, სწორედ ეს არის მარტა კოსის იმ განცხადების სათაური, რომლითაც გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ბრიუსელი რიტორიკას არ ცვლის და საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულებას განაგრძობს იმაში, რაც თავად ევროკავშირმა უარგუმენტოდ გააკეთა.

კომუნიზმის შვილს, იმედი აქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროპულ გზას დაუბრუნდება. ევროკომისარმა დღეს ბრიუსელიდან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სასურველი მედიის დაფინანსება კიდევ ერთხელ დააანონსა.

სლოვენიელი პოლიტიკოსის ეს განცხადება, ერთმნიშვნელოვნად მოსწონს და მის შინაარსს სრულად იზიარებს ქართული ოპოზიცია.

ორმაგი სტანდარტი და უსაფუძვლო კრიტიკა - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება გაფართოების საკითხებში ევროკომისრის განცხადებაზე. მმართველმა გუნდმა მარტა კოსს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ საქართველოს ევროპული გეზი სწორედ ევროკავშირმა შეაჩერა. "ქართულ ოცნებაში" იმედიც გამოითქვა, რომ დღევანდელი ბრიუსელის ბიუროკრატია იმ ღირებულებებს დაუბრუნდება, რის გარშემოც შეიქმნა ევროკავშირი.

მარტმა კოსმა საქართველოს შესახებ კრიტიკული განცხადება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.

დღის ამბები