მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ამ წუთებში ბერლინია, სადაც სამშვიდობო გეგმაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. უკვე სამი საათია ზელენსკი და უიტკოფი ერთმანეთს დელეგაციებთან ერთად გერმანიის კანცლერის ადმინისტრაციაში ხვდებიან.
ტრამპის 20 პუნქტიანი შეთანხმება და პირობები ომის დასრულების წინაპირობა უნდა გახდეს.
ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რაც მედიამ გუშინ დაწერა, რომ უკრაინის პრეზიდენტი მზადაა, უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ, ნატოში გაწევრიანებაზე უარი თქვას.