19 ივნისი 2026,   00:13
ვრცლად
საფრანგეთში 38 წლის ქალი საზოგადოებრივ აუზში მანქანით შევარდა

საფრანგეთში, 38 წლის ქალი, სრული სიჩქარით მიმავალი მანქანით საზოგადოებრივ, დახურულ აუზში შევარდა.

როგორც The Sun-ი იტყობინება, ქალს გაზი მუხრუჭში შეეშალა, აუზის შუშიც კედელი ავტომობილით გაანგრია და პირდაპირ წყალში ჩავარდა.

ინციდენტი ქალაქ ლა სიოტაში მოხდა. შემთხვევის დროს, მანქანაში ქალთან ერთად მისი 5 წლის ქალიშვილიც იმყოფებოდა. ისინი აუზის თანამშრომლებმა გადაარჩინეს.

მედიის ცნობით, შემთხვევის დროს აუზში ადამიანები ცურავდნენ, თუმცა არავინ დაშავებულა. ძვირადღირებული ავტომობილი წყალში სრულად ჩაიძირა.

დღის ამბები