19 ივნისი 2026,   00:14
ვრცლად
ბოლო მონაცემებით, ავსტრალიაში მომხდარი სროლის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა, 29 კი დაშავდა

ავსტრალიაში, ბონდის პლაჟზე, ებრაული თემის წინააღმდეგ განხორციელებული სროლის შედეგად, დაღუპულია 11 ადამიანი, საავადმყოფოებში გადაყვანილია 29 დაშავებული. მათ შორის 1 ბავშვია. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

სამართალდამცველების თქმით, პლაჟზე ხანუქისადმი მიძღვნილი ღონისძიება ტარდებოდა, რომელსაც 1 000-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. პოლიციელებმა განაცხადეს, რომ პლაჟთან, ერთ-ერთ ავტომობილში რამდენიმე ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს.

მედიის ცნობით, ერთ-ერთი მსროლელი მოკლულია, მეორე კი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ახალი სამხრეთ უელსის პრემიერ-მინისტრის, კრის მინსის თქმით, მასობრივი სროლები ავსტრალიაში იშვიათია, რაც ინციდენტს კიდევ უფრო შოკისმომგვრელს ხდის.

დღის ამბები