პროტესტი იტალიაში - 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მოქალაქეებმა გაფიცვით გააპროტესტეს. დემონსტრანტების განცხადებით, ახალი ბიუჯეტი ადამიანების ცხოვრებისა და სამუშაო პირობებს აუარესებს.
მთავრობა კი აცხადებს, რომ გადასახადები საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის მცირდება. ქვეყნის უმსხვილესი პროფკავშირის შეფასებით, გაფიცვაში საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომელთა დაახლოებით 61 პროცენტი მონაწილეობდა. მათივე განცხადებით, პროტესტმა აჩვენა, რომ ცვლილებებია საჭირო.