განათლების მინისტრმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სამი საჯარო სკოლა მოინახულა, რომლებსაც სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. საუბარია სოფელ ალასტანის, კოთელიისა და დადეშის საჯარო სკოლებზე.
გივი მიქანაძე სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და თანამშრომლებს შეხვდა.
"ამ სკოლების რეაბილიტაცია ბოლო რამდენიმე წელიწადია ინტენსიურად მიმდინარეობდა განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ. ჯამში, 10 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა და რამდენიმე ასეული ჩვენი მოსწავლე უკვე სწავლას აგრძელებს სრულიად განახლებულ გარემოში და რამდენიმე ათეული პედაგოგი ეწევა იმ ღირსეულ საქმიანობას, რომელიც სწავლა-სწავლებისა და მომავალი თაობების აღზრდასთან არის დაკავშირებული", - აცხადებს გივი მიქანაძე.