17 აგვისტო 2026,   08:12
ვრცლად
გივი მიქანაძე ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მასწავლებლებსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მასწავლებლებსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.  

გივი მიქანაძემ პედაგოგებთან ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზები განიხილა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

"ჩვენ დეტალურად გავიარეთ ყველა ის გამოწვევა, რომლის წინაშეც დღეს სწავლა-სწავლების პროცესი დგას ქართულ საჯარო სკოლებში და ის გადაწყვეტის გზები, რომელსაც ჩვენ საზოგადოებას ვთავაზობთ იმისთვის, რომ გადავჭრათ ეს გამოწვევები და რეალურად, ახალ სიმაღლეებზე ავიდეთ.“ - აცხადებს გივი მიქანაძე.

დღის ამბები