09 აგვისტო 2026,   18:30
ვრცლად
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, პარიზსა და ლიონში "როუდშოები" მოეწყო

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, საფრანგეთში წელს ბოლო შემაჯამებელი პრეზენტაციები გამართა.

საქართველოს ცნობადობის ასამაღლებლად და ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, პარიზსა და ლიონში "როუდშოები" მოეწყო.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საფრანგეთის ქალაქებში გამართულ ღონისძიებებში 10 ქართული კომპანია მონაწილეობდა. ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები პოტენციურ პარტნიორებს შეხვდნენ სამომავლო თანამშრომლობის დასამყარებლად და საქართველოში ტურისტული ჯგუფების მოსაზიდად.

"როუდშოებს" 80-მდე ფრანგი ტუროპერატორი დაესწრო. ფრანგული ტურისტული კომპანიების თანამშრომლები გაეცნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, ინფორმაცია მიიღეს ზამთრის კურორტების, ქართული გასტრონომიისა და ღვინის შესახებ.

დღის ამბები