14 აგვისტო 2026,   16:23
ვრცლად
"ტყუილია, მე პროტესტზე არ წავსულვარ, მე არ ვერთვები ამ შეკითხვებში" - პეტერ ფიშერი

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, ევროპული გაერთიანების 30 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. შეხვედრას სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეებთან ერთად, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

მათ შორის იყო გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი, რომელსაც მედიამ კითხვა ოპოზიციის წახალისებაზე დაუსვა.

ფიშერი კვლავ უარყოფს, ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის კი ამ თემაზე საერთოდ არ სურს საუბარი ჟურნალისტებთან.

"ტყუილია, მე პროტესტზე არ წავსულვარ, ეს შეკითხვა არასწორია. მე არ ვერთვები ამ შეკითხვებში“, - განაცხადა გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა.

დღის ამბები