14 აგვისტო 2026,   02:33
ვრცლად
"რა თქმა უნდა, "ალდე" ამ ქმედებებს არ ამართლებს, ეს თავისთავად ნათელია, ისევე, როგორც არასოდეს გავამართლებთ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის ან მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებას" - ALDE

ტოლობის ნიშანი ტერორიზმსა და გამოგონილ ბრალდებებს შორის, - ასე აფასებს მმართველი გუნდი "ალდეს" პოზიციას ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ ალეკო ელისაშვილის საქმეზე. შალვა პაპუაშვილის პასუხად, რომელმაც ევროპული ლიბერალური პარტიების გაერთიანება მათივე წევრი პარტიის ქმედებებზე დუმილის გამო, ტერორიზმის წახალისებაში დაადანაშაულა, "ალდემ" განცხადება X-ზე გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ქმედებებს არ ამართლებს, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ არასდროს გაამართლებს არც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებას.

"რა თქმა უნდა, "ალდე" ამ ქმედებებს არ ამართლებს, ეს თავისთავად ნათელია, ისევე, როგორც არასოდეს გავამართლებთ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის ან მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებას," - აღნიშნავს პარტია "ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი".

დღის ამბები