18 ივნისი 2026,   23:03
ვრცლად
საფრანგეთის ერთ-ერთ სკოლაში 400-მდე მოსწავლე მოიწამლა

საფრანგეთში, ლე-სოლეში, ჟიულ ვერნის საშუალო სკოლაში, 400-მდე მოსწავლე მოიწამლა. ფრანგული მედიის ცნობთ, ბავშვების ძირითადი ჩივილი ღებინება იყო. შემოწმებამ ნოროვირუსი გამოავლინა.

მოწამვლის მიზეზი ჯერ უცნობია. "ჯანდაცვის ორგანოები ელოდებიან სტუდენტების მიერ სასადილოში გამოყენებული ონკანისა და ლანგრებზე ჩატარებული ტესტების შედეგებს", - წერს ადგილობრივი მედია.

ამ დროისთვის, სახელმწიფო თუ კერძო კლინიკებიდან ყველა ბავშვი გაწერილია.

ნოროვირუსი არის ინფექცია, რომელიც იწვევს ღებინებას, დიარეას, გულისრევას და მუცლის ტკივილს. შესაძლებელია გამოვლინეს ცხელება, თავის ტკივილი და საერთო სისუსტეც.

 

დღის ამბები