ჯაზის ელემენტებით გაჯერებული მსოფლიო კლასიკა, რომელმაც გულშემატკივრების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა - ლაივ შოუს ლიდერის ბედი მაყურებლის ზარებმა გადაწყვიტა. ხალხის რჩეული, უკვე მეორედ, დათუნა მესტვირიშვილი გახდა, რომელმაც საქართველოს ხმის სცენაზე პოლ მაკ-კარტნის ცნობილი ჰიტი გააცოცხლა.
რიგით მეორე ლაივ შოუ დაძაბული აღმოჩნდა. მაყურებლის ყველაზე ნაკლები ხმა თიკა ბალანჩინის "ოქროს ღილაკის" მფლობელმა მიიღო. დადებითი შეფასებების და გამორჩეული ვოკალური მონაცემების მიუხედავად, მარიამ მოსეშვილმა პროექტი დატოვა.
"საქართველოს ხმამ" საღამოს მთავარი მუსიკალური მოვლენის სტატუსი კიდევ ერთხელ მოიპოვა. 9 კონკურსანტი ჟიურისა და მაყურებლის წინაშე ქართული და უცხოური ჰიტებით წარდგა.
საღამოს განმავლობაში კონკურსანტებმა სხვადასხვა ჟანრის სიმღერები შეასრულეს და ჟიურის წევრებისგან დადებით შეფასებებთან ერთად შენიშვნებიც მიიღეს.
მესამე ლაივ კონცერტი 16 დეკემბერს "რუსთავი 2-ის" პირდაპირ ეთერში გაიმართება. შოუს ბოლოს 8 კონკურსანტს ერთი მონაწილე გამოაკლდება.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი