ზელენსკი არჩევნებს დათანხმდა. უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ ომის მიუხედავად, მზად არის არჩევნებისთვის. დასახელდა ვადებიც, - ორი-სამი თვე. მან მოუწოდა შტატებს, ევროპასთან ერთად, უზრუნველყოს კენჭისყრის უსაფრთხოება.
ტრამპი ზელენსკისგან სამშვიდობო შეთანხმებაზე პასუხს შობამდე ელოდება.
"ჩვენ ახლა ვყიდით აღჭურვილობას ნატო-ზე და ნატო ამას აძლევს უკრაინას. მათ შეუძლიათ, ეს სხვებსაც მისცენ, მაგრამ უმეტეს ნაწილს აძლევენ უკრაინას. ჩვენ არ ვხარჯავთ ფულს. ეს ომი არასდროს მოხდებოდა, არჩევნები რომ არ გაეყალბებინათ. მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი, ეს ომი არასდროს მოხდებოდა. ასევე, მინდა ვთქვა, ევროპა უნდა იყოს ძალიან ფრთხილად. ჩვენ გვინდა, რომ ევროპა ევროპად დარჩეს. ის ცუდი მიმართულებით მიდის. არ გვინდა, რომ კონტინენტი ასე მკვეთრად შეიცვალოს,"- აცხადებს დონალდ ტრამპი.