წამზომი ჩართულია - დონალდ ტრამპის გუნდი, ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო გეგმაზე პასუხის გასაცემად რამდენიმე დღეს აძლევს. ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გეგმა, რომელიც მოსკოვისთვის ნაწილობრივ მისაღებია, კიევისგან ტერიტორიულ დათმობებზე წასვლას მოითხოვს, რის სანაცვლოდაც, ომში მყოფი ქვეყნისთვის ბუნდოვანი უსაფრთხოების გარანტიებია შეთავაზებული. სტატიის თანახმად, ტრამპის სურვილია, შეთანხმება რუსეთსა და უკრაინას შორის შობამდე, ანუ 25 დეკემბრამდე გაფორმდეს.
საერთაშორისო გამოცემა ამბობს იმასაც, რომ ზელენსკი ამჟამად ევროპელ მოკავშირეებთან კონსულტაციებს ატარებს, რადგან ეშინია, რომ ამ ნაბიჯმა შესაძლოა დასავლეთის ერთიანობა დაარღვიოს.
"ფაინენშლ თაიმსის" ინფორმაციით, ტრამპი უკრაინელ კოლეგას მოუწოდებს, დათანხმდეს პირობებს, რადგან ის ომს ფრონტის ხაზზე აგებს.