იაპონიაში 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრისას, სულ მცირე, 30 ადამიანი დაშავდა, ათასობით ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა.
მიწისძვრის გამო, შეჩერებულია რკინიგზა და ათასობით აბონიმენტი დარჩა ელექტროენერგიის გარეშე. 90 ათასს ადამიანს მიუვიდა ბრძანება ევაკუაციის შესახებ.
ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოს, სულ მცირე, ერთი კვირის განმავლობაში.