დონალდ ტრამპმა ევროკავშირის მიმართ საკუთარი პოზიცია სოციალურ ქსელში დააფიქსირა. მან "ნიუ იორკ პოსტის" სტატია გააზიარა, სადაც ვკითხულობთ, რომ "უძლურ ევროპელებს მხოლოდ გაბრაზება შეუძლიათ, როდესაც ტრამპი მათ სამართლიანად აშორებს უკრაინის მოლაპარაკებებს".
სტატიაში მოცემულია ტრამპის სამშვიდობო გეგმის პირობები, რომლის თანახმადაც რუსეთი შეინარჩუნებს უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიებს და ოკუპირებულ ყირიმს, ასევე უკრაინა ვერ გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი.
გამოცემა წერს იმასაც, რომ ევროპელებს ომის გახანგრძლივება სურთ.