ევროკავშირში არსებული კრიზისი და მისი აღიარება ვაშინგტონის მხრიდან - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე. 33-გვერდიან დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკავშირმა ტრაექტორია უნდა შეცვალოს. აქცენტი კეთდება ევროკავშირის დამოკიდებულებაზე ნატო-სა და რუსეთის მიმართ. ვაშინგტონი პირდაპირ აცხადებს, რომ ბრიუსელი, მოსკოვთან სტაბილურობის პოლიტიკას უნდა დაუბრუნდეს. ტრამპის ადმინისტრაცია ასევე ამბობს, რომ ევროკავშირში დღეს პოლიტიკური კრიზისია, იზღუდება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და თავისუფალი ხმა, უნდა დასრულდეს აღქმა თითქოს, ნატო მუდმივად გაფართოებადი ალიანსია. შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ, დღევანდელი ტენდენციების გაგრძელების შემთხვევაში, რამდენიმე წელში, ზოგიერთი ევროპული ქვეყანა ძლიერი ეკონომიკისა და სამხედრო ძალების გარეშე დარჩება, რაც მათ ამერიკისთვის არასანდო პარტნიორად ხდის.
"ამერიკის შეერთებული შტატები პირველ რიგში რაღაც ეფემერულ, გაუგონარ და წარმოუდგენელ ულტრალიბერალიზმის გავრცელებას და თავს მოხვევას კი აღარ ლამობს მთელი მსოფლიოსათვის, არამედ ამერიკის ინტერესების გატარებას, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური ინტერესების.
ახლა ეს ერთობლივი დოკუმენტი არისMAGA-ს (Make America Great Again) ტიპის დოკუმენტი, ანუ დაუბრუნდეს ამერიკა თავისი ინტერესების დაცვას და დაუბრუნდეს ამერიკა, რომ ისევ გახდეს ის დიადი სახელმწიფო, როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად, როგორც ამერიკას ეკადრება. ეს მოსალოდნელიც იყო, და ერთად თავმოყრილი არის ამ სტრატეგიაში ის იდეები, რომელსაც ფრაგმენტულად ცალ-ცალკე ვეცნობოდით ამ პერიოდის განმავლობაში“, - აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი.