18 ივნისი 2026,   23:05
ვრცლად
სოციალურ ქსელებში შეურაცხყოფის გამო, გერმანიის კანცლერმა საკუთარ თანამოქალაქეებს სისხლის სამართლის წესით 5.000-ჯერ უჩივლა - მედია

გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) თავმჯდომარემ და კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ათასობით სისხლის სამართლის საჩივარი წარადგინა სოციალურ ქსელებში სავარაუდო ცილისწამებისა და შეურაცხყოფისთვის, - ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

Welt am Sonntag-ის კვლევის თანახმად, მერცმა ისარგებლა სპეციალიზებული იურიდიული ფირმა "So Done-ის" მომსახურებით. აღნიშნული კომპანია იმ ადამიანების უფლებებს იცავს, ვინც ონლაინპლატფორმებიდან რაიმე სახის ზიანი ან შეურაცხყოფა განიცადეს.

მედიის ცნობით, აღნიშნული საჩივრები მერცმა ოპოზიციის ლიდერის პოზიციაზე ყოფნის დროს წარადგინა.

 

დღის ამბები