17 აგვისტო 2026,   14:46
ვრცლად
"ევროკავშირის ბიუროკრატია გვაფიქრებინებს იმას, რომ ეს ხაზი მათი მმართველობის პერიოდში მნიშვნელოვნად არ შეიცვლება, ვინაიდან მათ აქვთ კონკრეტული ინტერესები, მათ შორის უკრაინის ომთან დაკავშირებით" - გიორგი გაბუნია

ევროკავშირში არსებული კრიზისი და მისი აღიარება ვაშინგტონის მხრიდან - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე.

33-გვერდიან დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკავშირმა ტრაექტორია უნდა შეცვალოს. აქცენტი კეთდება ევროკავშირის დამოკიდებულებაზე NATO-სა და რუსეთის მიმართ. ვაშინგტონი პირდაპირ აცხადებს, რომ ბრიუსელი, მოსკოვთან სტაბილურობის პოლიტიკას უნდა დაუბრუნდეს. ტრამპის ადმინისტრაცია ასევე ამბობს, რომ ევროკავშირში დღეს პოლიტიკური კრიზისია - იზღუდება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და თავისუფალი ხმა, უნდა დასრულდეს აღქმა, თითქოს NATO მუდმივად გაფართოებადი ალიანსია... შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ, დღევანდელი ტენდენციების გაგრძელების შემთხვევაში, რამდენიმე წელში, ზოგიერთი ევროპული ქვეყანა ძლიერი ეკონომიკისა და სამხედრო ძალების გარეშე დარჩება, რაც მათ ამერიკისთვის არასანდო პარტნიორად ხდის.

"ევროკავშირის ბიუროკრატია, რომელიც დღეს მართავს ევროკავშირს, მათი ღირებულებებიდან გამომდინარე გვაფიქრებინებს იმას, რომ ეს ხაზი მათი მმართველობის პერიოდში მნიშვნელოვნად არ შეიცვლება, ვინაიდან მათ აქვთ კონკრეტული ინტერესები, მათ შორის უკრაინის ომთან დაკავშირებით და ეს საგარეო პოლიტიკური ხაზი მათი მმართველობის პირობებში ნაკლებად შეიცვლება, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიო მშვიდობისთვის და უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით, რომ გაზიარებულ იქნას ეს ახალი მიდგომა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ წამოყენებული ინიციატივა, რისი იმედიც გვაქვს და, რა თქმა უნდა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სახელმწიფოს დამოკიდებულება, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოქვეყნებულ ეროვნულ უსაფრთხოების კონცეფციასთან დაკავშირებით არის სრულ თანხვედრაში", - აცხადებს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია.

დღის ამბები